გაკვეთილის მასალები


გაკვეთილის  მთავარი თემა
მიქელანჯელო
სწავლების საფეხური
მე-8 კლასი


მოსწავლეთა პროფილი
კლასში არის 20 მოსწავლე


გაკვეთილის მნიშვნელობა/აქტუალობა
გაკვეთილი მნიშვნელოვანია იმით,რომ მოსწავლეები გაეცნობიან მიქელაჯელოს შემოქმედებას



გაკვეთილის მიზნები და შედეგები

გაკვეთილის მიზანია მიქელანჯელოს შემოქმედების გაცნობის შემდეგ მოსწავლემ შეძლოს აღორძინების ეპოქისათვის დამახასიათებელი მხატვრული ნიშნების ამოცნობა.

განუვითარდეს კვლევა ძიების უნარი. 
წინასწარი ცოდნა

მოსწავლე იყენებს სახვითი ხელოვნების ელემენტებსა და პრინციპების ცოდნას, ხელოვნების კონკრეტული ნიმუშის ანალიზის დროს.


შეფასების საგანი და პროცედურები

მოსწავლეებს ვაფასებ იმის მიხედვით თუ რამდენად სწორად შეძლეს ხელოვნების ნიმუშების მხატვრული ანალიზის გაკეთება და აღორძინების ეპოქის დახასიათება.



სასწავლო მასალა და ტექნიკური რესურსები

წიგნები,ინტერნეტი.



გაკვეთილის მსვლელობა/საკლასო მენეჯმენტი
აქტივობა 1.(დრო 10 წუთი)
გაკვეთილის გაცნობამდე ვსვამ კითხვებს:
ვინ იყო მიქელანჯელო?
სადაური იყო წარმოშობით? რომელ საუკუნეში მოღვაწეობდა?
რა სახელითაა ცნობილი ეპოქა, რომელშიც მიქელანჯელო მოღვაწებდა?
შეგიძლიათ დაასახელოთ მისი ყველაზე ცნობილი ნამუშევარი?
ვუსმენ მოსწავლეთა პასუხებს და ვმსჯელობთ კლასი ამის შესახებ.
აქტივობა 2.(დრო 15წთ.)
მოსწავლეებს ვაცნობ სახელმძღვანელოში მოცემულ გაკვეთილს
პროექტორზე ვაჩვენებ გამზადებულ პრეზენტაციას,მიქელანჯელოს ნამუშევრების შინაარს და მათი შექმნის ისტორიას. გაკვეთილის საინტერესოდ წარმართვის მიზნით კლასს ვყოფ რამდენიმე ჯგუფად, ვაძლევ დავალებას: ზოგი ჯგუფი "დავითის"მხატვრულ ანალიზს აკეთებს, ზოგი კი "პიეტას" მხატვრულ ანალიზს.
აქტივობა 3.(დრო 15 წთ.)
ამის შემდეგ თითოეული ჯგუფიდან გამომყავს პრეზენტატორი და ვთხოვ მათ მიცემული დავალების შესრულებას კლასის წინაშე.მხატვრული ანალიზის საფუძველზე მოსწავლეებმა უნდა გამოიტანონ სათანადო დასკვნები,დაახასიათონ მიქელანჯელოს შემოქმედება, იმსჯელონ მის ინდივიდუალურ მხატვრულ მანერასა და აღორძინების ეპოქის ხელოვნებაზე.
ვუსმენ მოსწავლეთა პასუხებს, რომელი ჯგუფის პასუხებიც უფრო გააზრებული და არგუმენტირებული იქნება, ის ჯგუფი ჩაითვლება გამარჯვებულად.
შემდეგ ვაძლევ საშინაო დავალებას: ინტერნეტის Google.ge საძიებო სისტემის საშუალებით მოიპოვონ მასალები რუბრიკისათვის "გახდი მკვლევარი"

შეფასების რუბრიკა
კრიტერიუმი
მინიმალური
საშუალოზე დაბალი
საშუალოზე მაღალი
მაქსიმალური
გაკვეთილის მომზადება
თუ მოსწავლემ მოკლედ გადმოსცა გაკვეთილის შინაარსი
თუ მოსწავლემ სრულყოფილად ვერ გადმოსცა დავალება 
თუ მოსწავლემ დავალება კარგად მოამზადა
თუ დავალება სრულყოფილად ჰქონდა მომზადებული
გაკვეთილზე აქტიურობა
თუ არ იყო აქტიურობა საერთოდ 
თუ აქტიურობა იყო დაბალი
 თუ აქტიურობა იყო საშუალო
თუ აქტიურობა იყო მაღალი
პრეზენტაციის მომზადება
თუ არ მიიღო პრეზენტაციაში მონაწილეობა
თუ ვერ გადმოსცა პრეზენტაცია სათანადოდ
თუ კარგად მოამზადა პრეზენტაცია და მოიძია დამატებითი ინფორმაცია 
თუ პრეზენტაციის მომზადებაში და ანალიზში ჰქონდა მაღალი აქტივობა


















No comments:

Post a Comment